Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა - კვლევა

12 ივნისი, 2018 12:55

 „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ ბოლო ეტაპზე მიღებული მონაცემების მიხედვით საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა.

როგორც კვლევის ანგარიშშია აღნიშნული ეროვნულ დონეზე, მოსახლეობის 5%, ბავშვების 7% და პენსიონერების 4% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

უფრო კონკრეტულად კი, უკიდურესი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 1.25 აშშ დოლარი დღეში, რაც ზრდასრულ პირზე თვეში 82.8 ლარს შეესაბამება.

შეფასების თანახმად, უკიდურეს სიღარიბეში მყოფი პირების წილი სოფლად 4%-ია, ხოლო ურბანულ დასახლებებში - 4.5%.

2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი შინამეურნეობების რაოდენობა დაახლოებით 3%-ით გაიზარდა, მოსახლეობისა - 3%-ით, ბავშვების - 4%-ით  და პენსიონერების 2%-ით.

როგორც კვლევის ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოში, ზოგადი სიღარიბის დონეც გაიზარდა. თუ 2015 წელს ეს მაჩვენებელი შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 16%-ს შეადგენდა, 2017 წელს ის თითქმის 20%-მდე გაიზარდა. ამის მიუხედევად, როგორც კვლევის ანგარიშშია ნათქვამი, 2013 წელთან შედარებით მდგომარეობა მაინც უკეთესია.

კვლევის შედეგები აჩვენებს იმასაც, რომ საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა; ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელია.

უფრო კონკრეტულად კი ქვეყნის მასშტაბით, შინამეურნეობების დაახლოებით 16%, მოსახლეობის 17.5%, ბავშვების 22% და პენსიონერთა 14% საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. (საარსებო მინიმუმად დადგენელია თვეში 148.3 ლარი ერთ ზრდასრულ პირზე)

კვლევის შედეგები აჩვენებს იმასაც, რომ ბავშვიან შინამეურნეობებში სიღარიბის მაჩვენებელი უფრო მაღალია.

2017 წელს, შინამეურნეობების 33%-ს სულ მცირე ერთი ბავშვი მაინც ჰყავდა. აღსანიშნავია, რომ შინამეურნეობებში ბავშვთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად იზრდება ფარდობითი და ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლებიც.

კვლევის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბავშვთა სიღარიბის რისკი უფრო დაბალია ისეთ შინამეურნეობებში, რომელთა ზრდასრული წევრის განათლების დონე შედარებით მაღალია ან რომელთა ზრდასრულ წევრსაც რეგულარული ანაზღაურებადი სამუშაო აქვს.

როგორც კვლევის ანგარიშშია ნათქვამი, სავარაუდოდ, სიღარიბის ზრდა გამოწვეული იყო ეკონომიკური ზრდის შენელებული ტემპით და გაზრდილი სამომხმარებლო ფასებით.

„მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა“ 2017 წლის ივლის-აგვისტოში ჩატარდა. აღნიშნული კვლევა 2009 წელს დაწყებული კვლევების მეხუთე ეტაპს წარმოადგენს. იგი გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით მიმდინარე ერთობლივი ღონისძიებების ნაწილია და საქართველოში ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის მონიტორინგისტვის საჭირო ინფორმაციის შგროვებას ისახავს მიზნად. კვლევის მეხუთე ეტაპზე შესაბამისი კითხვარები 4697-მა შინამეურნეობამ შეავსო და მიღებული შედეგები რეპრეზენტატულია ქვეყნის მასშტაბით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^