მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ფინანსთა ყოფილი მინისტრი მამუკა ბახტაძე დაასახელა. „ქართული ოცნების“ ოფისში პრემიერობის კანდიდატის რანგში პირველად მიმართა ბახტაძემ საზოგადოებას.
„უახლოეს დღეებში პარლამენტში წარვდგები ხედვით, რომელიც დამყარებული იქნება შემდეგ პრინციპებზე:
პირველი ეს არის ევროანტალანტიკურ სივრცეში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია. ამ კუთხით გვაქვს წარმატებები და გვჭირდება გაღრმავება და განმტკიცება.
ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ რეფორმებს ყველა მიმართულებით. ამ რეფორმების შედეგად ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს ახალი სამართლიანი წესებით, რომელიც შეეხება თითოეულ ქართულ ოჯახს. ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ გაძლიერებას.
მესამე - ეს არის მცირე მთავრობის კონცეფცია. საქართველოს სჭირდება მცირე და მოქნილი სამთავრობო უწყებები. ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლი უნდა გაძლიერდეს, ამავე დროს, ანტიკორუფციული ხაზით.
მეოთხე - ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი - განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობა.
სწორედ მოტივირებული და თავიანთ შესაძლებელობებში დარწმუნებული ახალგაზრდობა მოიტანს შედეგს, რასაც ჰქვია საქართველოს ჩართვა განვითარებული ეკონომიკების ქვეყნების რიგში.
მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში იქნება ამ მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი.
თითოეული ინიციატივა იქნება ორიენტირებული ადამიანზე და მისი სასიცოცხლო გარემოს გაუმჯობესებაზე."