Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

15 ივნისი, 2018 10:58

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით, პეტიცია შეიქმნა. 

პეტიციაში საუბარია 7 პუნქტზე, რომელთა გამოც უნდა გადადგეს თეა წულუკიანი. პეტიცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტმა, გიორგი მშვენიერაძემ მოამზადა. 

პეტიციაში ჩამოთთვლილი პუნქტების მიხედვით: 

► თეა წულუკიანი პირადად არის პასუხისმგებელი სამართალდამცავ სისტემაში განუხორციელებელ რეფორმებზე, რომლებსაც წლებია მოითხოვს საზოგადოება და რომლებსაც უნდა მოჰყოლოდა პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირეული ინსტიტუციური გარდაქმნა და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა. სწორედ ამ რეფორმების განუხორციელებლობის სავალალო და ტრაგიკულმა შედეგებმა გამოიწვია ათასობით მოქალაქის ქუჩაში გამოსვლა. არსებული სისტემური პრობლემების საუკეთესო ილუსტრაციად ზაზა სარალიძის ტრაგედია იქცა, რომლის შვილის მკვლელი სწორედ ამ სისტემამ არ გამოავლინა. ეს სისტემა შვილმკვდარ მამას საკუთარი შვილის მკვლელობის საქმის მასალების ასლის მოპოვების უფლებასაც კი არ აძლევს და მინისტრი ამ სისტემის რეფორმირებას წლებია გაურბის;


►თეა წულუკიანი პირადად არის პასუხისმგებელი მართლმსაჯულების სიტემაში განუხორციელებელ რეფორმაზე, რომლის შედეგად სასამართლო სისტემაში მივიღეთ კლანური მმართველობა, ხოლო სასამართლოსადმი ნდობა დღითიდღე იკლებს; მის მიერ ჩატარებული ე.წ. სამი ტალღის რეფორმები სასამართლო ხელისუფლებაში არსებული ძირეული პრობლემების მხოლოდ შენიღბვის საშუალება აღმოჩნდა, რომელიც პირველივე მნიშვნელოვანი საქმეების განხილვისთანავე ჩამოირეცხა და ხელში კვლავ მურუსიძის და ჩინჩალაძის მიერ დაბეჩავებული თემიდა შეგვრჩა;


►თეა წულუკიანი პირადად არის პასუხისმგებელი სხვადასხვა დროს კბილაშვილის, ფარცხალაძის, ბადაშვილისა და შოთაძის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნაზე და პოლიტიკურად პასუხისმგებელი მათ უვარგის საქმიანობაზე;


►თეა წულუკიანი პირადად არის პასუხისმგებელი თანამშრომლების უკანონო გათავისუფლებაზე, მათ აღსადგენად სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობასა და უპატივცემულობაზე;


►თეა წულუკიანი პირადად არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობდა თანამშრომლებზე სექსუალურად მოძალადე პაპუნა უგრეხელიძე. მან იცოდა ამ ძალადობის შესახებ, მაგრამ სანამ მწვავე საზოგადოებრივი რეაქცია არ მიიღეთ, ერთი წელი უარს აცხადებდა მის გათავისუფლებაზე. სწორედ ამ საქმის გამოა ფუჭი ყველა ის ინიციატივა თუ განცხადება, რომელიც ქალთა უფლებების დასაცავად მას წამოუყენება ან გამუთქვამს;


► თეა წულუკიანი პირადად არის პასუხისმგებელი ქსენოფობიის და სიძულვილის თესვაზე, ამიტომ ფუჭია დისკრიმინაციის წინააღმდეგ მის მიერ გაკეთებული განცხადებები თუ გადადგმული ნაბიჯები;


► თეა წულუკიანი პირადად არის პასუხისმგებელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის შესარჩევი კონკურსის სამარცხვინოდ ჩატარებაზე;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^