Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს

15 ივნისი, 2018 12:20

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეზე შს სამინისტროსგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ამის შესახებ ომბუდსმენმა  ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმე გამოსაძიებელია და ამას სახელმწიფო გვერდს ვერ აუვლის. 

„შესწავლილი მაქვს ყველა საქმე, რომლებზეც სტრასბურგის სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა და ყველა ასეთ საქმეზე სტრასბურგი საქართველოს ეუბნება, რომ უნდა გამოიძიოთ, დაადგინოთ და პასუხისგებაში მისცეთ ყველა ის პირი, ვინც ამაში მონაწილეობდა.

ქვეყანა აქ ასე მარტივად ვერ გამოძვრება, თუ პრეცედენტებს მივყვებით, სტრასბურგი, ალბათ, ძალიან მალე იტყვის, რომ ეს საქმე უნდა იყოს გამოძიებული. ჩვენ ამ კვალს მივყავართ ოთარ ფარცხალაძესთან, რომლის არაფორმალურ გავლენებზეც პროკურატურაში, ყველა ინფორმირებული ვართ. გავიხსენოთ ყოფილ გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის ფაქტი, სადაც ის ფიგურირებს და ეს საქმე გამოუძიებელია. ხორავას ქუჩის ინციდენტშიც იჩინა თავი.

სახელმწიფოს მაინც აქვს გამოსაძიებელი და დასადგენი, ვინ გაიყვანა და სად გაიყვანეს ვანო მერაბიშვილი. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაიწყოს გამოძიება და გამოიძიონ. ეს იქნება ერთ-ერთი ნაბიჯი, რითაც ამ მითქმა-მოთქმას პასუხს გასცემენ - დაადასტურებენ ან უარყოფენ. მაგრამ ფაქტია, რომ აზრი არსებობს და ამ კაცის სახელი და გვარი, როგორც არაფორმალური გავლენის მქონე ადამიანის, ბევრ საქმეში ფიგურირებს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^