ეკატერინბურგი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს უცნაური სტადიონით ხვდება. სტადიონის გარეთ ტრიბუნების გამოტანა არც არქიტექტორის ორიგინალური ჩანაფიქრი იყო და არც რთული გეოგრაფიული გარემო იყო მიზეზი. რუსებმა მსოფლიო ჩემპიონატის სტანდარტის დასაკმაყოფილებლად ტრიბუნებზე ადგილების რაოდენობა ასე მარტივად გაზარდეს, თუმცა გულშემატკივრის კომფორტზე, სავარაუდოდ, არ უფიქრიათ.
ეკატერინბურგის მსგავსად მსოფლიოს გარშემო ბევრი უცნაური საფეხბურთო მოედანია, თუმცა ეკატერინბურგისგან განსხვავებული მიზეზებით.
შვეიცარია
შვეიცარიის ალპებში 2 000 მეტრის სიმაღლეზე გსპონის საფეხბურთო მოედანთან მხოლოდ საბაგირო გზით შეიძლება მოხვდეთ ან ფეხით - 45-წუთიანი ლაშქრობის შემდეგ. ფოტოზე ასახულია ადგილობრივი გუნდი გსპონი, რომელიც ესპანურ გუნდ ზუმას მთის სოფლების საერთაშორისო ტურნირზე გამართულ მატჩში მასპინძლობს.
გრენლანდია
ფოტო: Marius Vagenes Villanger / Kystvakten
გემ KV Svalbard-ის შემადგენლობა - ნორვეგიელი სამხედროები და საზღვაო კვლევების ინსტიტუტის მეცნიერები გრენლანდიის ზღვაში ფეხბურთს თამაშობენ. ამავდროულად მათ თეთრი დათვებისგან შეიარაღებული ჯარისკაცები იცავენ.
ნორვეგია
ფოტო: Olivier Morin / AFP / Getty
საფეხბურთო კლუბ „ჰენისვერის“ მოედანი ნორვეგიის ერთ-ერთ კუნძულზე.
ბრაზილია
ფოტო: Yasuyoshi Chiba / AFP / Getty
რიო დე ჟანეიროში 2014 წელს ინოვაციური საფეხბურთო მოედანი გაიხსნა. მოედნის საფარქვეშ 200 თვითგამომუშავებადი ენერგიის პანელია დაყენებული, ისინი სტადიონზე მოთამაშეების მიერ გამოყოფილ კინეტიკურ ენერგიას იღებენ, რისი მეშვეობითაც, მოედანს ღამით საკუთარი განათება აქვს.
იტალია
ფოტო: Filippo Monteforte / AFP / Getty
რომში „ატლეტიკო დირიტისა“ და „სეტუს რომას“ შორის შეხვედრა ანტიკური ხანის აკვედუკის ქვეშ მიმდინარეობს.
სომალი
ფოტო: Mohamed Abdiwahab / AFP / Getty
მოგადიშოში ადგილობრივების ერთ-ერთი საფეხბურთო მოედანი მიტოვებული სკოლის ნანგრევებია.
ტაილანდი
ფოტო: Christophe Archambault / AFP / Getty
ტაილანდის ერთ-ერთ სამხრეთ პროვინციაში ბავშვები ასეთ მოედანზე თამაშობენ. მშობლებს, გულშემატკივრებს თამაშის ყურება პირდაპირ ნავებიდან შეუძლიათ.
იაპონია
ფოტო: Toru Yamanaka / AFP / Getty
ტოკიოს მრავალმინიონიან და მაღალი კორპუსებით სავსე ქალაქში ფუტსალის ერთ-ერთი მოედანი კორპუსის თავზე გააკეთეს.
გერმანია
ფოტო: Sean Gallup / Getty
გერმანიაში ფეხბურთის თამაში ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის გვერდითაც შესაძლებელია. მოყვარულები მოსასმენი აპარატურის სადგურების მიმდებარედ ბედ აიბლინგში ხშირად იკრიბებიან.
ბრაზილია
ფოტო: Carl De Souza / AFP / Getty
ისევ რიო. ერთ-ერთ შიდა ეზოში ბავშვები ორიგინალურად გადახურულ მოედანზე თამაშობენ. ირგვლივ მდგარი შენობების დაზიანებისგან დასაცავად მოედანი ბადით არის გადახურული.