Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უსუფაშვილი: ბახტაძეს გუნდელები ამბობენ, თუ თვალს დაუბრიალებ, 20 000 ლარს მტერს გადაურიცხავსო

16 ივნისი, 2018 20:46

„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი გადაცემა „დღის ამბებში“ პრემიერ-მინისტრობის კანდიადტის, მამუკა ბახტაძის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ბახტაძის თანაგუნდელები დათვურ სამსახურს უწევენ მას, როცა გამოდიან და ამბობენ, რომ ეს ის კაცია, რომელსაც თვალს თუ დაუბრიალებ, 20 000 ლარი შეიძლება მტერს გადაურიცხოსო. საუბარია 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შეწირულ 20 000 ლარზე. 

„ახლა ბახტაძეს ვუშვებთ ხორცის საკეპ მანქანაში, რომ ვატრიალოთ ისიც ცოტა ხანს. ზოგიერთი მისი თანაგუნდელი დათვურ სამსახურს უწევს მას, გამოდიან და ხალხს ეუბნებიან, ეს ის კაცია, რომელსაც თვალს თუ დაუბრიალებ, 20 000 ლარი შეიძლება მტერს გადაურიცხოსო. პიარ სპეციალიტები ბევრი ჰყავთ და იქნებ დაფიქრდნენ, რას აკეთებენ. რა გამოდის, რომ ქვეყანას ვაბარებთ ისეთ ადამიანს, რომელსაც თვალს თუ დაუბრიალებ, ასე მარტივად შეუძლია გასცეს ის, რაც აქვს“,- აცხადებს უსუფაშვილი.

„შენების მოძრაობის“ ლიდერი მამუკა ბახტაძეს დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრი არის არა რომელიმე დარგის კარგად მცოდნე ადამიანი, არამედ პოლიტიკური ლიდერი.

„პირადად მამუკა ბახტაძეს მე არაფერს ვუწუნებ. რა ურთიერთობაც მქონია, ძალიან საქმიანი, სოლიდური, დაფიქრებული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ ლიდერზე. 
რადგან ჩვენი კანონებით, ჩვენი კონსტიტუციით, ჩვენი სისტემით, პრემიერ-მინისტრი არის არა რომელიმე დარგის კარგად მცოდნე ადამიანი, არამედ პოლიტიკური ლიდერი, რომელიც თავისი გუნდის პოლიტიკური ლიდერიცაა და იმავდროულად ქვეყნის პოლიტიკური ლიდერიც“,- აღნიშნავს უსუფაშვილი. 

„შენების მოძრაობის“ ლიდერი ყოფილ პრემიერზეც საუბრობს და აცხადებს, რომ თუ ღარიბაშვილი ივანიშვილს დღეში 20-ჯერ ეკონტაქტებოდა, კვირიკაშვილი 2-3 კვირის ინტერვალით უკავშირდებოდა მას. 

„კვირიკაშვილის პრემიერობს დროს გაცილებით ნაკლები კომუნიკაცია იყო ივანიშვილსა და კვირიკაშვილს შორის. კვირიკაშვილი დანიშვნის პირველივე დღიდან თვლიდა, რომ მან აიღო პასუხისმგებლობა და თავად უნდა გაკეთებინა საქმე. ივანიშვილმა დაიჩივლია კიდეც, 2-3 კვირა გავიდა და არ შემომხმიანებია, ხომ კარგადაა ეს კაციო“,- აცხადებს უსუფაშვილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^