ოზურგეთის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ბესო ქათამაძის ცემისთვის ბრალდებულს, ამავე საკრებულოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“, ტარიელ აროშიძეს, 5 000- ლარიანი გირაო შეეფარდა
წინასასამართლო სხდომა 14 აგვისტოს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის საკრებულოს შენობაში დეპუტატ ბესო ქათამაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან თავის არეში დაზიანება მიიღო. ექიმების განმარტებით, დაშავებული დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი მკურნალობას საავადმყოფოში გადის.
გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ ინციდენტის მონაწილეები და თვითმხილველები. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა და ბრალი წარედგინა ინციდენტში მონაწილე პირს - ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ ტარიელ აროშიძეს.