ოზურგეთის საკრებულოსთან დაპირისპირებაა. - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
დღეს, დილით ოზურგეთის საკრებულოსთან აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეები საკრებულოს დეპუტატის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბესიკ ქათამაძის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში მონაწილე დეპუტატების დასჯას მოითხოვენ.
ცოტა ხნის წინ საკრებულოს წევრებმა, „ნაციონალური მოძრაობიდან", შენობაში შესვლა სცადეს. მათ შესვლის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ამბობენ, რომ შენობაში შესვლა და შიმშილობის დაწყება სურთ, რის საშუალებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ. ისინი ენმ-ის წევრის, ბესიკ ქათამაძის მიმართ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატების ძალადობის გამო, სამანდატო კომისიის შეკრებას და ინციდენტში მონაწილე დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევას მოითხოვენ.