გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18-20 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება არახელსაყრელი ამინდი.
„დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. მოსალოდნელია სეტყვა და ქარის შკვალური გაძლიერება. ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია, მდინარეებში წყლის დონის მატება და ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების წარმოქმნა-გააქტიურება გამოიწვიოს," - აცხადებენ სააგენტოში.