Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასადილოში სარალიძე-კუპრავასთან ინციდენტის გამო პოლიციელებს საყვედური გამოუცხადეს

18 ივნისი, 2018 17:54

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით, შს სამინისტროს ხუთი მოსამსახურის მხრიდან გამოიკვეთა დისციპლინური გადაცდომის ფაქტი, - ამის შესახებ ნათქვამია გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის სამმართველოს განცხადებაში, რომელიც დღეს ზაზა სარალიძეს გადაეცა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოთხ მათგანს შეეფარდა დისციპლინური სახდელი - საყვედური, ხოლო ადგილზე მყოფ ხელმძღვანელ პირს - სასტიკი საყვედური.

„დღეს გენინსპექციაში ვიმყოფებოდით სასამართლოს სასადილოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმებით გამოვლინდა ხუთი პირის სამსახურებრივი დისციპლინური გადაცდომა. ზომად გამოყენებული იქნა, როგორც საყვედური, ასევე ხელმძღვანელი პირის მიმართ სასტიკი საყვედური, რაც თავის თავში დასჯის მიმართულებით კიდევ უფრო მეტს მოიცავს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი ჯგუფის პასუხისმგებლობა გამოკვეთილიყო, - განაცხადა ზაზა სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ გენერალური ინსპექციიდან გამოსვლის შემდეგ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^