Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ები შეშფოთებას გამოხატავენ ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრისადმი ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე

19 ივნისი, 2018 12:33

არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატ ბესიკ ქათამაძის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე და მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა, გამოავლინონ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი.

„გავრცელებული ინფორმაციით, ბესიკ ქათამაძე პარტია „ქართული ოცნების“ წევრებმა კაბინეტში დაიბარეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას ტვინის შერყევა და რამდენიმე ჭრილობა აქვს თავის არეში. როგორც თავად ბესიკ ქათამაძემ განაცხადა, თავდასხმის მიზეზი სოციალურ ქსელში მისი აქტიურობა იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბრალი „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ტარიელ აროშიძეს წაუყენეს, რომელიც 2018 წლის 17 ივნისს სასამართლომ 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბესიკ ქათამაძე ამბობს, რომ მის გარდა ინციდენტში კიდევ 4 პირი მონაწილეობდა და ისინიც უნდა დაისჯონ.

ხაზგასასმელია, რომ ეს არ არის პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა, ამგვარი ინციდენტები განსაკუთრებით ხშირია წინასაარჩევნო პერიოდებში. მათ შორის აღსანიშნავია 2016 წლის 22 მაისს კორცხელში მომხდარი თავდასხმა.  თუმცა  არც ერთ წინა შემთხვევაში სამართალდამრღვევი პირები სათანადოდ არ დასჯილან. მსგავს ფაქტებზე არაეფექტიანი რეაგირება და მოძალადეთა დაუსჯელობა ახალისებს ამგვარ ქმედებებს და ხელს უწყობს არასტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნას, რაც თავის მხრივ უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმსა და დემოკრატიის ხარისხზე.

ამდენად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდეთ მკაცრი პოლიტიკა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოვლენილი ნებისმიერი ძალადობის აქტზე და დროულად და სრულყოფილად გამოიძიონ თითოეული ასეთი შემთხვევა", - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საფარი

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

თანასწორობის მოძრაობა

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^