Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თამაზ ახობაძესა და ანა სუბელიანს წულუკიანისთვის შეკითხვის დასმის შესაძლებლობა არ ექნებათ

19 ივნისი, 2018 13:05

კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, თამაზ ახობაძესა და ანა სუბელიანს შეკითხვის დასმის უფლებას არ აძლევენ. მათ შეკითხვები იუსტიციის მინისტრობის კანდიდატთან, თეა წულუკიანთან აქვთ, ასევე, შს მინისტრობის კანდიდატთან, გიორგი გახარიასთან.

როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განმარტა, ახობაძესა და სუბელიანს აქვთ შესაძლებლობა, რომ კომიტეტის სხდომას დაესწრონ, რაც შეეხება შეკითხვის დასმას, დროის ლიმიტის გამო, მათ ამის უფლებას ვერ მისცემს. ბესელიას თქმით, დროის სიმცირის გამო, შეკითხვის შესაძლებლობა მხოლოდ კომიტეტის წევრებს ექნებათ.

როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, კომიტეტზე დასწრების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებს შეკითხვის დასმის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

მისივე თქმით, თუ დრო არის პრობლემა, მაშინ ის თავის 2 წუთს დაუთმობს ამ ადამიანებს.

როგორც ბესელიამ მას უპასუხა, რეგლამენტი „ასეთი ჩანაცვლების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს“.

თამაზ ახობაძის წერილი პარლამენტის სხოდმაზე „ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ წაიკითხა.

2014 წელს ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გაათავისუფლეს. დათხოვნა ოფიციალურად რეორგანიზაციის მექანიზმის გამოყენებით მოხდა. თუმცა, მათი თქმით, რეალური მიზეზი თანამშრომლების მიერ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტები იყო.

მედიაციის სახლის მენეჯერის, ანა სუბელიანისა, და განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯერის, თამაზ ახობაძის, ინიციატივით საქმის წარმოება სასამართლოში დაიწყო - მომჩივანებმა საქმე იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სამივე ინსტანციაში მოიგეს.

სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 9 მარტს სრულად დააკმაყოფილა  ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის სარჩელი. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრს დაზარალებულთათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა. სასამართლომ უკანანოდ და ბათილად ცნო სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები.

2017 წლის დეკემბერში აღსრულების ეროვნულ ბიუროს ოფიციალური სააღსრულებლო ფურცელი ჩაბარდა, თუმცა, გადაწყვეტილება აღსრულებული დღემდე არ არის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^