Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ფულზე ვაჭრობა არასოდეს დამიწყია. მატყუარა მინისტრი!" - თამაზ ახობაძე თეა წულუკიანს

19 ივნისი, 2018 15:39

თამაზ ახობაძემ და ანა სუბელიანმა დღეს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელზეც მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ, წულუკიანის გამოსვლა გააპროტესტეს.

„ეს არის ტყუილი. ბოდიშის მოხდაზეც თანახმა ვიყავი. ეს მატყუარა მინისტრი. ფულზე ვაჭრობა თამაზ ახობაძეს არასოდეს დაუწყია. მე თანახმა ვიყავი, ვერ აღდგენის შემთხვევაში, ოფიციალური ბოდიშიც კი მიმეღო. ბოდიშის მოხდაც კი არ უნდა.  ოთხი წელი მაწვალა, იმისთვის, რომ ჩემი უფლებები აღმედგინა. გარიგების შემთხვევაში იყო წინადადება, რომელსაც არ დავთანხდი. 65 ათასი ლარის ნაცვლად შემომთავაზეს, უარი მეთქვა აღდგენაზე, რასაც არ დავთანხმდი" - თქვა თამაზ ახობაძემ  პარლამენტის შენობაში. 

წულუკიანმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ სუბელიანი და ახობაძე, რომლებმაც სამსახურიდან მათი გათავისუფლების შესახებ მინისტრის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს და სამივე ინსტანცია მოიგეს,  ცრუობენ, როცა ამბობენ, რომ სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღასრულებს. 

მან თქვა, რომ სუბელიანი და ახობაძე, როცა სააღსრულებლო ფურცელი შევიდა, მიიწვიეს ბიუროში და დაიწყეს ვაჭრობა ფულზე.

„თქვეს, მოგვეცით მეტი ფული, მოიხადეთ ბოდიში და  ამის შემდეგ ჩვენ მაინც დავიწყეთ აღსრულება ამ ორი გადაწყვეტილების და ამჟამად გვაქვს შემდეგი მდგომარეობა - არც ერთი ეს გადაწყვეტილება არ არის აღსრულებადი, რადგან ახობაძის შემთხვევაში, რომლის აღსრულებასაც ის ითხოვს, გაბათილებულია" - თქვა წულუკიანმა. 

ვიდეო► „კითხვის ავტორი მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა" - თეა წულუკიანი ანი სუბელიანზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^