ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს მიმართა.
„მოგიყვებით, რა შეიქმნა. თქვენ შეიქმენით იმ 9 წელიწადში. აბსოლუტურად უცნობი ახალგაზრდა, მოსკოვის მაგისტრატურიდან ჩამოსული ერთ-ერთი დიდი ფირმის გენერალური დირექტორი გახდით, რომელსაც იმდენი შემოსავალი გაუჩნდა, რომ 20 000 ლარს სწირავდა „ნაციონალურ მოძრაობას“. სიმდიდრე შევქმენით, მათ შორის თქვენ მიერ შეწირული სიმდიდრე“, - მიმართა გოცირიძემ ბახტაძეს.