Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ხორავას საქმეზე ძიება თავიდან არ დაწყებულა. კვირიკაშვილმა შეცდომა დაუშვა" - თეა წულუკიანი

20 ივნისი, 2018 12:16

იუსტიციის მინიტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ხორავას ქუჩის საქმეზე ისაუბრა. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ მოხდა, რომ ძიება თავიდან დაიწყო და ამ საქმეს მოჰყვა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა, თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ ძიება თავიდან არ დაწყებულა და როდესაც ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა, მან შეცდომა დაუშვა. 

„მე ამას პირველად ვამბობ ღია ეთერში, რომ, როდესაც პრემიერმა კვირიკაშვილმა განცხადება გააკეთა აქციიდან დაბრუნების შემდეგ, მან დაუშვა შეცდომა. მე ამას ღიად ვამბობ, სამწუხაროა,  რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ეს იყო ფაქტობრივი შეცდომა. ძიება არ დაწყებულა თავიდან. თქვენ შეგიძლიათ ყოფილ პრემიერს ჰკითხოთ და ის ამას დაგიდასტურებთ, რომ ეს იყო ფაქტობრივი შეცდომა. 

როდესაც საქმეზე დადგა ის მტკიცებულებები იმ ვადაში, რა ვადასაც ითვალისწინებს, დაახლოებით 40-დღიან ვადას,  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რა დონეზეც იყო მზად მტკიცებულებების საქმე რამდენიმე პირის ნაწილში, ის წარიმართა სასამართლოში და საქმის დანარჩენ ნაწილებზე, როგორც დღეს ბატონმა გახარიამაც დაადასტურა, გამოიყო გამოძიებიდან დანარჩენი ეპიზოდები თუ კითხვის ნიშნები და მათზე გამოძიება გაგრძელდა. გამოძიება პირველი დღიდან დღემდე მიმდინარეობდა შსს-ში და არა პროკურატურაში და პროკურატურას პირველი დღიდან დღემდე ჰქონდა შსს-ს გამომძიებლებზე საპროცესო ხელმძრვანელობის ფუნქცია, ეს არის რეალობა,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^