საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სამთავრობო პროგრამის მიხედვით, საქართველოს მთავრობა 2019-2020 წლებში პენსიის გაზრდას გეგმავს.
„გაფართოვდება შშმ პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები. მათ შორის, დაგეგმილია პენსიების ზრდა 2019-2020 წლებში, 20-20 ლარის ოდენობით, რისთვისაც ბიუჯეტში გავითვალისწინეთ დამატებით დაახლოებით 400 მილიონი ლარი”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.