Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სისტემის ნაწილმა ბოლომდე ვერ გააკეთა ის, რასაც მისგან ხალხი ელოდა" - ბახტაძე სარალიძის საქმეზე

20 ივნისი, 2018 15:28

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მამუკა ბახტაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას შეეხო. ბახტაძის თქმით, სისტემის ერთმა ნაწილმა ბოლომდე ვერ გააკეთა ის, რასაც მისგან ელოდა საზოგადოება. ამიტომ, ხალხის აზრით, არ დადგა მართებული შედეგი.

„ეს არის მართლა უზარმაზარი ტრაგედია და სრულ სოლიდარობას ვუცხადებ გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს.

როდესაც დგება რაღაცა სტატუს კვო და საზოგადოება არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ეს არის ის შედეგი, რომელიც იქნებოდა მართებული, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ სისტემის ერთმა ნაწილმა ბოლომდე ვერ გააკეთა ის, რასაც საზოგადოება მისგან ელოდა“- თქვა ბახტაძემ და დაამტა, რომ ამის შემდეგ პოლიტიკური სისტემის რეაგირებით გამოჩნდა, თუ როგორ მაღალ ფასეულობებს ატარებს მისი გუნდი.

„სისტემისთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ, როცა რაღაც მოხდება, როგორი ჯანსაღი რეაქცია ექნება მას ამ პრობლემაზე. ჩვენმა საზოგადოებამ ნათლად დაინახა, თუ როგორი უზენაესი ფასეულობა არის პოლიტიკური გუნდისთვის ეს და საქართველოს პარლამენტში შეიქმნა მნიშვნელოვანი პრეცედენტი იმისა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროტესტის ფონზე, როგორ უნდა რეაგირებდეს სახელმწიფო ასეთ შემთხვევებზე“, - თქვა პრემიერობის კანიდატმა გუშინ პარლამენტში გამოსვლისას.

ბახტაძე მიიჩნევს, რომ ახლა საჭიროა გამოძიებამ დაადგინოს, რა იყო შეცდომა, თუმცა გამოჩნდა, რომ მისი გუნდი მაღალ ფასეულობებს ატარებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^