Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Gwp-იმ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგური საგურამოს მშენებლობა დაასრულა

21 ივნისი, 2018 15:12

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში ახალი 25 მეგავატი სიმძლავრის ქვესადგური საგურამოს მშენებლობა დაასრულა. ქვესადგურის თანამედროვე ტექნოლოგიით და უმაღლესი ხარისხისთ მშენებლობისთვის კომპანიამ 5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

„ჩვენმა კომპანიამ ბოლო წლებში არაერთი  სტრატეგიული პროექტი განახორციელა -  როგორც წყალმომარაგების, ასევე ენერგეტიკის მიმართულებით. განვითარების  პროცესი  გრძელდება: დღეს ახალი 25 მეგავატი სიმძლავრის ქვესადგურის საგურამოს  მშენებლობა დავასრულეთ. თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ქვესადგური ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საგურამოს და ნატახტრის სათავე ნაგებობებსა და სატუმბე სადგურებს ელექტროენერგიით უწყვეტ მოამარაგებას გააუმჯობესებს, რაც თბილისის სტაბილური წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტი იქნება.” - განაცხადა კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძე.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა, რადგან ეს უშუალო კავშირშია როგორც დარგის განვითარებასთან, ასევე ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან.  მოგეხსენებათ, რომ ენერგეტიკულ სექტორში საკმაოდ დიდი გამოწვევები გვაქვს, იზრდება მოხმარება, ბევრი ობიექტი შენდება და მინდა იცოდეთ, რომ თითოეული ასეთი პროექტის მხარდამჭერი ყოველთვის იქნება ეკონომიკის სამინისტრო“ - განცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოდგილემ, რომეო მიქაუტაძემ ახალი ქვესადგურის საგურამოს გახსნაზე.

ახალი ქვესადგური საგურამო თანამედროვე ტექნოლოგიითა და სტანდარტების სრული დაცვით აშენდა. ქვესადგური მსოფლიო ლიდერი კომპანიის  სიმენსის  დანადგარებითა და მოწყობილობებითაა აღჭურვილი. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოები ქართულმა კომპანია „ენერგოსერვისმა“ შეასრულა. პროექტის განსახორციელებლად ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა დამატებით 40-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი GGU (Georgian Global Utilities) ჯგუფის წევრია.  თავის მხრივ Georgia Global Utilities „საქართველოს კაპიტალში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც ინვესტირებას წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მიმართულებით ახორციელებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^