დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა გაიმართა. საპატრიარქოში მღვდელმთავრები 7 თვის შემდეგ პირველად შეიკრიბნენ და სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს.
როგორც სინოდის სხდომის ოქმშია აღნიშნული, სხდომისას წამოიჭრა საკითხი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანების ეკლესიური წესის აღსრულების შესახებ.
კრებამ იმსჯელა და დაადგინა: შეიქმნას კომისია აღნიშნულ და სხვა დამამძიმებელ გარემოებათა გამო საკითხების საეკლესიო ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად.