ხორავას საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისია ზაზა სარალიძეს და მის ადვოკატს უსმენს.
კომისიის სხდომის დაწყებამდე ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, რომ მას აქვს მოლოდინი, კომისიის ფორმატში მიღწეული იქნება შედეგი.
„ჩვენ რომ აქ ვართ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ კომისიის ფორმატში მიღწეული იქნება შედეგი. სხვანაირად ჩვენ არ ვითანამშრომლებდით და აქ არ ვიქნებოდით. პრობლემა ბევრი მხრივ არის, ისევე როგორც საგამოძიებო მოქმედებების მხრივ, სასამართლო პროცესის წარმოების დროს, ასევე ექსპერტიზის ჩატარების დროს“,-განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
ხოლო, უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა კი განაცხადა, რომ მასაც აქვს კითხვები მომხდართად დაკავშირებით, რომელიც ეხება როგორც ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს.
„ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალებთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები - ჩვენი კითხვები ეხება როგორც ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, ასევე იმ საკითხებს, რაზეც შეკითხვები თავად დაზარალებულ ოჯახებს გააჩნია“, - თქვა ანრი ოხანაშვილმა.