Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ეზოდან მანქანა გაჰყავდა პირს, რომელსაც მეზობელი უყვიროდა, დაჭრილია ბავშვი, უშველეო" - ადვოკატი

22 ივნისი, 2018 15:39

ამ წუთებში საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შეკითხვებს მოკლული ლევან დადუნაშვილის დედას და მისი ინტერესების დამცველს უსვამს.

საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი წევრის ოთო კახიძის კითხვაზე -

შემთხვევის ადგილზე იყო სხვადასხვა პირი (ვგულისხმობ  უფროსებს, სრუწლოვნებს, ვისაც მხედველობის არეალში ჰქონდა ხორავას 4-ის შიდა ეზო, ხომ არ იცით ან ხომ არ გამოკვეთდით რომელიმე პირს, ვინც შეიძლება კომისიას ღირებული ინფორმაცია მიაწოდოს?

ოჯახის ადვოკატმა უპასუხა.

ასეთი სამი პირია გამოკვეთილი - გოცირიძე,  დიანა ბოლოთაშვილი; ერთი პირია მამაკაცი, რომლის გვარიც არ ვიცი, სამწუხაროდ; წითელი მანქანის მეპატრონე.

იმ ეზოში ოფისია, რომლის თანამშრომელიც არის ეს ბატონი და რომლის მანქანაც ეყენა ეზოში.

მან ბრძანა, რომ, როცა კონფლიქტი დაიწყო, მაშინვე გამოვიდა ეზოდან, რომ ბავშვებს მანქანა არ დაეზიანებინათ, თუმცა პროცესზე დაკითხულმა ერთ-ერთა მოწმემ გოცირიძემ, რომელიც მე-5 სართულზე ცხოვრობს, თქვა, რომ დაინახა, ეს კაცი როგორ ჯდებოდა მანქანაში. ამ დროს დათო დაჭრილია და მოდის ეზოში  - ვუყვიროდი, ბაშვია დაჭრილი, უშველე. დავინახე, რომ ეს კაცი ჩაჯდა მანქანაში და გავიდა ეზოდან, ვიდრე ეს ქალბატონი ჩამოვიდა ეზოში ეს მანქანა უკვე  არკის გამოსასვლელში იყო და მანქანის წინ იყო ლევანი უკვე დაჭრილი. შესაბამისად, მას ეს ფაქტები უნდა დაენახა, თუ თვალზე ხელი არ აიფარა.

„ასევე, მაღაზიის დირექტორმაც დაადასტურა, რომ, როცა გამოვარდა დათოს მისახმარებლად, არკაში შესვლის დროს ხელს უშლიდა წითელი მანქანა, რომელსაც წინ ჩემი შვილი მოჰყვებოდა მარტო, დაჭრილი. მოდიოდა, რადგან ფეხზე იდგა, ჩავთვალე, რომ არაფერი სჭირდაო. მიშლიდა მანქანა, რომელიც გამოდიოდა არკიდან.“ - თქვა დადუნაშვილის დედამ.

სერგი კაპანაძემ ასევე ჰკითხა, ტრაგედიის პირველ დღეებში, როცა ეს ამბავი მოხდა, კონკრეტული ინფორმაცია ხომ მიუღიათ მეგობრებისგან ან ჩართული პირებისგან, რომლებიც შეიძლება ყოფილიყვნენ თვითმხილველები.

ოჯახის ადვოკატმა უპასუხა

„ეს სკოლის მოსწავლეები, არასრულწლოვნები, მათ შორის, ხორავას ქუჩაზე მცხოვრები პირები თითქმის ყოველ დღე დადიოდნენ პანაშვიდზე და ინფორმაციას აწვდიდნენ იმ ეტაპზე ნათიას (დედა ლევან დადუნაშვილის), რაც იყო მათთვის ცნობილი.

მაგრამ ასეთი ინფორმაცია მიაწოდეს მას - რა კარგი შვილი გყავს, როცა ყველა გაიქცა, ის მაშინ შემოვიდა ეზოში მეგობრის დასახმარებლად, რომ არ მიეტოვებინა.

ასევე, ამ ეზოში ფიგურირებენ ლევანის მეგობრებიც, რომლებმაც, რატომღაც, თვითონ დაუმალეს ნათიას, რომ იქ იმყოფებოდნენ.

რომელი მეგობრები ?

გ.მ. (მეორე გ.მ.)

„თვითონ ამ ფაქტს უარყოფს, თუმცა სხვა პირებმა დაადასტურეს.  ნათიას ამ ბავშვისთვის შეკითხვები არ დაუსვამს. ჩათვალა, რომ აღარ ღირდა მასთან შეკითხვების დასმა, რადგან მას, ალბათ, მორალურად თვითონ აწუხებდა, რომ სიმართლეს არ ამბობდა ან შეიძლება, არ დაუნახავს. ცუდია ის ფაქტი, რომ არც ერთი ბავშვი, არც ლევანი და არც დათოს მეგობრები არ ამბობენ სიმართლეს, მხოლოდ ამბობენ, რომ იყვნენ იქ და ამასაც იმიტომ ამბობენ, რომ ფაქტს ვერ გაექცევიან იმიტომ,  რომ სხვები ადასტურებენ ამას.

რამდენიმე პირი ეზოში იდგა. ვუყურებდით, თუმცა არაფერი არ დაგვინახავსო.

ეს ცუდი ფაქტი იყო და ამ ბავშვებს მშობლებიც უწევდნენ ცუდ სამსახურს. პირველ დღეს, როცა პოლიციაში მიიყვანეს, ჩვენ ვიცით, რომ მათ მშობლები უკრძალავდნენ ჩვენების მიცემას და ეუბნებოდნენ, რომ ერთ-ერთმა ისიც კი გააპროტესტა, საერთოდ რატომ მიიყვანეს მისი შვილი გამოსაკითხად.

არ ვიცი, ეს შიშის ფაქტორია, მენტალიტეტია, პასუხისმგებლობის ნაწილია, მაგრამ ფაქტია, რომ არც ერთმა მოწმემ არ მისცა ჩვენება."  - განაცხადა ადვოკატმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^