ოზურგეთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ მოშიმშილე დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის კარზე ჩაფხუტის დამაგრება სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმაც არ მისცენ. აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმციით, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მოშიმშილის, დავით მჟავანაძის დაკავება სცადეს, მაგრამ აქციის მონაწილეებმა ამის საშუალება არ მისცეს.
ოზურგეთის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.აქციის მონაწილეები საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებას და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბესო ქათამაძის ცემაში დამნაშავე პირებისათვის სადეპუტატო მანდატის ჩამორთმევას ითხოვენ.
ამავე მოთხოვნით ოზურგეთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები რამდენიმე დღეა შიმშილობენ.