Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის" შესახებ - „პატრიოტთა ალიანსს" რეზოლუციის პროექტი შეაქვს

22 ივნისი, 2018 17:19

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრებს პარლამენტში რეზოლუციის პროექტი შეაქვთ, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად წოდებას და მაშინდელი მთავრობის წევრთა გასამართლებას ითხოვენ. ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს.

„ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მხრიდან საქართველოს პარლამენტში შედის რეზოლუცია, რომლის მიზანია „პარლამენტმა სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება მისცეს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობას.
სააკაშვილისა და ბოკერიას მმართველობის პერიოდში საქართველოში დამყარდა დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი", რომელმაც:
 

„ა) არჩევნების გაყალბების გზით, განახორციელა საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების უზურპაცია;
ბ) უპირობოდ დაიმორჩილა სასამართლო სისტემა, გაასამართლა და დამნაშავედ ცნო მოსახლეობის 8%-ზე მეტი, ერთ დიდ ციხედ აქცია მთელი ქვეყანა, რასაც თან ახლდა პატიმრების წამების, გაუპატიურებისა და ღირსების შელახვის მრავალგზის დადასტურებული ფაქტები, რაც აისახა საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 10 ივნისის დადგენილებაში;
გ) სისტემური ხასიათი მისცა პოლიტიკური ოპონენტების დევნას, რაც აისახა საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებაში, რომელშიც 190 კაცი პოლიტპატიმრად არის აღიარებული, ხოლო 25 -პოლიტდევნილად;
დ) ძალით წაართვა მესაკუთრეებს ყველა მსხვილი სატელევიზიო არხი და იძულებით აქცია ეს არხები თავისი დანაშაულებრივი ქმედებების მეხოტბეებად;
ე) განსაკუთრებული სისასტიკით დაარბია 2007 წლის 7 ნოემბრის, 2009 წლის 6 მაისის, 2009 წლის 15 ივნისისა და 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციები, რასაც თან ახლდა მშვიდობიანი დემონსტრანტების მკვლელობა, დასახიჩრება და მასობრივი დაპატიმრება;
ვ) მოსახლეობის დაშინების მიზნით, ქვეყანაში გამოაცხადა ე.წ. „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა, რის შედეგადაც, ღიად და ცინიკურად, საზოგადოების დასანახად მოკლა 150-ზე მეტი ადამიანი;
ზ) ასიათასობით ოჯახს უკანონოდ ჩამოართვა ქონება, ბიზნესი თუ კაპიტალი;
თ) დააგვირგვინა თავისი მოღვაწეობა კოდორისა და ახალგორის სამარცხვინო ჩაბარებით, რამაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 22 %-ის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

მივმართავთ საქართველოს პარლამენტს:

1. საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა გამოცხადდეს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად;

2. ექვსი თვის ვადაში მოხდეს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის პერიოდში ჩადენილი მძიმე დანაშაულებების, ყველა რეზონანსული საქმის გამოძიება, გამოიკვეთოს და პასუხისგებაში მიეცეს ყველა კონკრეტული დამნაშავე, მიუხედავად მისი დღევანდელი სტატუსისა. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს გამოძიების მუშაობის ოპერატიული კონტროლი.

როგორია ჩვენი მოქმედების გეგმა. დღეიდან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ, იწყება რეზოლუციის წარმოდგენილ ტექსტზე მილიონი ხელმოწერის შეგროვება! საქართველოს მილიონი მოქალაქე დააფიქსირებს რეზოლუციის სულისკვეთებისა და მოთხოვნებისადმი მხარდაჭერას. სექტემბრიდან, ყოველ შაბათს, ვიწყებთ საპროტესტო აქციების ორგანიზებას, რომლის მთავარი მოთხოვნაც იქნება სააკაშვილ-ბოკერიების მიერ ჩადენილი დანაშაულებების სისტემური, კვალიფიციური, კომპეტენტური გამოძიება და დამნაშავეთა დაპატიმრება!

სექტემბრის ყოველკვირეული აქციებიდან ჩვენ გადავალთ ყოველდღიურ, უწყვეტ აქციებზე. ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში ბოლოს და ბოლოს დაერქვას სახელი სააკაშვილ- ბოკერიას მმართველობას და მივაღწევთ იმას, რომ დამნაშავეები ისხდნენ ციხეში და არა პარლამეტში!“ - ნათქვამია ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^