Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ერდოღანი: ამ არჩევნებით თურქეთი აწყობს დემოკრატიულ რევოლუციას

24 ივნისი, 2018 19:27

თურქეთში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები  ჩატარდა. საარჩევნო უბნები 17:00 საათზე დაიხურა. როგორ Reuters წერს, არჩევნების პირველადი შედეგები გვიან ღამით გახდება ცნობილი.  თუმცა გამოკითხვების შედეგების მიხედვით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პირველივე ტურში  უნდა გაიმარჯვოს. მისი მთავარი ოპონენტია მუჰარემ ინჯე, „სახალხო-რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი. მუჰარემ ინჯეს თურქეთის ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა აქვს. 

„ამ არჩევნების დამსახურებით, თურქეთი აწყობს დემოკრატიულ რევოლუციას“, - განაცხადა ერდოღანმა.

პოლიტოლოგები კი წერენ, რომ თუ ერდოღანი გაიმარჯვებს, მისი უფლებამოსილებები უფრო გაძლიერდება და ეს ცუდად იმოქმედებს დემოკრატიულ პროცესებზე ქვეყანაში. 

საპრეზიდენტო და საპარალამენტო არჩევნები თურქეთში 2019 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ერდოღანმა აპრილში განაცხადა, რომ ის 24 ივნისს გაიმართებოდა.  

რეჯეფ თაიფ ერდორანი 2003 წლიდან 2014 წლამდე იყო თურქეთის პრემიერ-მინისტრი, ხოლო 2014 წლიდან თურქეთის პრეზიდენტი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^