Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოსწავლეთა ცოდნა ადამიანის უფლებების შესახებ უმეტეს შემთხვევაში ფასადურია - კვლევა

25 ივნისი, 2018 16:56

ფორმალური განათლების სფეროში ადამიანის უფლებების სწავლების ხელშეწყობის მიზნით, სახალხო დამცველის ადამიანის უფლებების აკადემიამ, დანიის ადამიანის უფლებების ინსტიტუტის ფინანსური დახმარებით, ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ადამიანის უფლებების სწავლების ხელშესაწყობად პროექტი განახორციელა.

პროექტის ფარგლებში, საჯარო და კერძო სკოლებში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევა.

კვლევამ სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მასწავლებლებს შორის, ადამიანის უფლებების სფეროში, ცოდნის ნაკლებობა გამოავლინა.

კვლევის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (როგორც საჯარო, ასევე კერძო) ნაკლები დრო ეთმობა ადამიანის უფლებების შესახებ განათლებას. შედეგად, მოსწავლეთა ცოდნა ადამიანის უფლებების შესახებ, უმეტეს შემთხვევაში, ზედაპირული და ფასადურია.

„კვლევის შედეგად გამოიკვეთა სტერეოტიპული დამოკიდებულებები გენდერული როლების შესახებ, ეროვნულ/ეთნიკურ/რელიგიურ უმცირესობათა, ასევე განსხვავებული ჯანმრთელობის, სოციალური მდგომარეობისა და სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანთა მიმართ ნაკლებად ტოლერანტული განწყობა და ა.შ.” - ნათქვამია კვლევაში.  

კვლევის ფარგლებში შეისწავლეს მოსწავლეთა დამოკიდებულები ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თანასწორობის საკითხების მიმართ.

მოსწავლეებს თანხმობის სკალაზე უნდა შეეფასებინათ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებული სხვადასხვა დებულება.

კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე მაღალი (მაქსიმალური) შეფასება მიიღო (ე.ი. ყველაზე მეტად ეთანხმებიან) თანასწორობის გამომხატველმა და ჩაგვრისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო მოსაზრებებმა (Mean = 4.0).

ხოლო ყველაზე დაბალი შეფასებები - გენდერული სტერეოტიპების გამომხატველმა დებულებებმა (Mean = 1.72; 1.99) (ე.ი. ნაკლებად ეთანხმებიან).

კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში მოსწავლეების დამოკიდებულებები საზოგადოებაში მიღებულ და გაცხადებულ დებულებებზე საკმაოდ პოზიტიურია, უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა დებულებას შორის კროსტაბულაციით გაანალიზებისას, კვლევამ რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოკვეთა, კერძოდ:

„1) კვლევაში მონაწილე 45 მოსწავლე მიიჩნევს, რომ ქალის და მამაკაცის შრომა განსხვავებულად უნდა ანაზღაურდებოდეს და ასევე, სრულიად უარყოფს ქალის და მამაკაცის თანასწორუფლებიანობას;

2) კვლევაში მონაწილე 58 მოსწავლე, მიუხედავად იმისა, რომ ქალის და მამაკაცის თანასწორუფლებიანობას აღიარებს, მაინც აღნიშნავს, რომ ქალის მთავარი ფუნქცია დიასახლისობა და ბავშვების გაზრდაა; კვლევაში მონაწილე 49 მოსწავლე მიიჩნევს, რომ საქართველოში ყველა ეთნიკურ ჯგუფს არ უნდა მიეცეს თანაბარი საგანმანათლებლო შესაძლებლობა და არც სამუშაო ადგილებზე უნდა მიუწვდებოდეს ხელი ყველა რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფს;

3) კვლევაში მონაწილე 25 მოსწავლე, თუმცა კი ეთანხმება, რომ სამუშაო ადგილებზე ხელი უნდა მიუწვდებოდეს ყველა რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფს, ამავე დროს მიიჩნევს, რომ სკოლებმა არ უნდა ასწავლონ მოსწავლეებს განსხვავებული რელიგიური, ეთნიკური, ჯანმრთელობის, სოციალური მდგომარეობისა და სექსუალური ორიენტაციის ადამიანთა პატივისცემა;

4) კვლევაში მონაწილე 46 მოსწავლის აზრით კი, არც სამუშაო ადგილებზე უნდა მიუწვდებოდეს ხელი ყველა რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფს და არც სკოლებმა უნდა ასწავლონ მოსწავლეებს განსხვავებული რელიგიური, ეთნიკური, ჯანმრთელობის, სოციალური მდგომარეობისა და სექსუალური ორიენტაციის ადამიანთა პატივისცემა“, - წერია კვლევაში.

კვლევისთვის შეირჩნენ მონაწილეები, კერძოდ, 380 მასწავლებელი, 960 მოსწავლე და 140 ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^