28 ივნისს ფოთის პოლიკლინიკაში ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი და კარდიოლოგი უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ.
ოფთალმოლოგი კოკა გელენიძე უფასო კონსულტაციებს, ბიომიკროსკოპიას, მხედველობის სიმახვილის დადგენას, ტონომეტრიას და საჭიროების შეთხვევაში თვალის ფსკერის ოფთალმოსკოპიას ჩაატარებს. გამოკვლევები 60 წელს გადაცილებული პაციენტებისთვის უფასო იქნება, ხოლო ენდოკრინოლოგისა და კარდიოლოგის უფასო კონსულტაციებზე ასაკი შეზღუდული არ იქნება.
უფასო კონსულტაციები ჩატარდება 10:30 -18:30 სთ-მდე და წარმოებს წინასწარი ჩაწერა: 0 493 22 00 12; 592 85 85 85