
რამდენიმე წუთის წინ პრემიერმა ბრიფინგი გამართა. სადაც წარადგინა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ მთავრობის დადგენილება.
"მინდა წარმოგიდგინოთ მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც ეხება ქვეყნისთვის მტკივნეულ საკითხს. ეს არის დადგენილების პროექტი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. სიაში 33 კაცია შეყვანილი, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეების მიმართ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა დანაშაულებები ჩაიდინეს", - თქვა ბახტაძემ.
მან ასევე ისაუბრა მცირე მთავრობის კონცეფციაზე.
`სამთავრობო რეფორმების განსახორციელებლად ჩვენ შევიმუშავეთ მცირე მთავრობის კონცეფცია, სადაც შევიმუშავებთ ისეთ სტრუქტურას, რომელიც მაქსიმალურად მოქნილი იქნება", - თქვა პრემიერმა.
მისი თქმით, მცირე მთავრობის კონცეფცია მოიცავს 10 სამინსიტროს და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატს.
კულტურის სამინისტრო შეერწყმება განათლების სამინისტროს.
სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს.
დევნილთა სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე.
რელიგიის სააგენტო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატს შეუერთდება.
პრემიერის თქმით, პარლამენტს ახალ სტრუქტურის პროექტს დღეს წარუდგენენ.