Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტურუას საქმეზე ბრალდებული პოლიციელის გამამართლებელი განაჩენი სააპელაციომ ძალაში დატოვა

26 ივნისი, 2018 20:58

22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა. 

პოლიციელის მიმართ გამამართლებელი განაჩენი პირველი ინსტანციის სასამართლომ 2017 წლის 9 ივნისს გამოიტანა, რის შემდეგაც პროკურატურამ ის ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.

22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 2016 წლის 8 აგვისტოს დაასრულა. მან წერილი დატოვა, სადაც გოდერძი თევზაძის მხრიდან ძალადობასა და მუქარაზე საუბრობდა. 

დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ გოდერძი თევზაძეს ბრალი წაუყენა

პროკურატურამ თევზაძეს ბრალი 2016 წლის 29 აგვისტოს წაუყენა. 

„საქართველოს პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოიტანა დადგენილება შსს-ს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებლის გოდერძი თევზაძის ბრალდების შესახებ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 115-ე მუხლით“.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^