გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს.
მათი ინფორმაციით, ივნისიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება. 28 ივნისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა +39 - +41 გრადუსს მიაღწიოს.
აღმოსავლეთ საქართველოში 28 ივნისიდან 3 ივლისამდე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +36 - +41 გრადუსია მოსალოდნელი. ქ. თბილისში ჰაერის ტემპერატურა +37 - +39 გრადუსი დაფიქსირდება.