„თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილემ, გოგი წულაიამ ფოსტის მეშვეობით ფოთის, წყალტუბოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს მახათები გაუგზავნა.
„ვიყიდე მახათები. იმდენი უსაქმურია, ბოდიში, რომ ყველას სამყოფი ვერ ვიყიდე, მაგრამ ვურჩევ რომ სტერილიზაციის შემდეგ ერთმანეთს ათხოვონ. ქუთაისს მე თვითონ ჩავუტან და მივცემ", - განაცხადა მედიასთან გოგი წულაიამ.