Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის მერიამ ჭავჭავაძის გამზირზე ველობილიკის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა

28 ივნისი, 2018 13:23

თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას და ველობილიკის მოწყობას გეგმავს. მუნიციპალიტეტმა საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად 48 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ვაკეში ჭავჭავაძის გამზირის გზის საფარის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს. გზის რეაბილიტაციის გარდა, თბილისის მერია ჭავჭავაძეზე გზის ორივე მხარეს ველობილიკის მოწყობასაც გეგმავს, რომლის საერთო სიგანე 3 მეტრი იქნება, ხოლო სიგრძე დაახლოებით 2.4 კილომეტრი. საპროექტო

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გზაზე ასევე აუცილებელია შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელებისა და ტროტუარების მოწყობაც.

საპროექტო წინადადებების მიღება 3 ივლისს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ გამზირის რეაბილიტაციის გეგმა ორთვიან ვადაში უნდა შეადგინოს. სამუშაოს დასრულების ვადა ჯერ უცნობია.

თბილისის მერიამ ქალაქში ერთი ველობილიკი პეკინის ქუჩაზე, მისი რეაბილიტაციის შემდეგ მოაწყო. ველობილიკის მოწყობა იგეგმება საბურთალოს რაიონის სხვა ქუჩებზეც, თუმცა მერიის გამოცხადებული ტენდერი ჯერჯერობით ჩავარდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^