Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბახტაძე: მაისში ქვეყნის ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა

29 ივნისი, 2018 11:32

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქსტატის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მაისში 7.5%-ს მიაღწია. მისი თქმით, ეს ადასტურებს იმას, რომ მთავრობამ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს. 

„რამდენიმე წუთის წინ „საქსტატმა“ გამოაქვეყნა ახალი მონაცემები და საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მაისში 7,5%-ს მიაღწია. ასეთი მაჩვენებელი იმის დასტურია, რომ მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს. ეს ასევე იმის დადასტურებაა, რომ ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ და რომლებიც დავაანონსეთ, ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ეკონომიკური ზრდის ტემპები აუცილებლად იქნება დაჩქარებული. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკური ზრდის ხარისხობრივი ეფექტიც არის გაუმჯობესებული“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის მაისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა 6,1 პროცენტი დაფიქსირდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^