საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მაუწყებლის 2018-2021 წლების პროგრამულ პრიორიტეტებს განმიხილავს.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებიან. შეხვედრაზე ხმაური მოჰყვა უმცირესობების შესახებ პროგრამული პრიორიტეტების განხილვას.
LIVE ► დაპირისპირება საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების განხილვაზე
განხილვაზე „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის“ დირექტორმა, ზვიად ტომარაძემ განაცხადა, რომ მან პრიორიტეტებში ვერ ამოიკითხა ის, რისი ნახვაც სურდა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტებში აუცილებლად უნდა იყოს ნახსენები დემოგრაფიული საკითხები, ბოლო წლებია, რადგან ვნადგურდებით და გადაშენების პირას ვართ. ბოლო წლებში კატასტროფული მაჩვენებელია როგორც ქორწინების კლების, ასევე განქორწინების ზრდის მხრივ. შესაბამისად, ტრადიციულ ოჯახს, როგორც სახელმწიფოს მთავარ დასაყრდენს უნდა დაეთმოს განსაკუთრებული ყურადღება და იგი სათანადოდ უნდა იყოს წარმოჩენილი, ხოლო ყოველგვარი მისი დაკნინების მცდელობა - აღკვეთილი", - განაცხადა ზვიად ტომარაძემ.
მისი თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა იზრუნოს მომავალი თაობის აღზრდაზე, რაც გამოიხატება პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებასა და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდაში.