Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენის მოადგილე: ხორავას საქმეზე საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები გამართულია

30 ივნისი, 2018 14:56

სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ფაქტობრივად და სამართლებრივად გამართულია. 

"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ჩვენ ვიმსჯელეთ იყო ის, თუ რა რეაგირების ფორმები უნდა ჰქონდეს კომისიას. მოგეხსენებათ, ეს არის პირველი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეეხება მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, რასაც ბუნებრივად ახლავს გარკვეული დელიკატურობა და გარკვეული ფრთხილი მიდგომები საჭიროა. განვიხილეთ ის სამართლებრივი საკითხები, შესაბამისი საკანონმდებლო სტანდარტები, რომელიც ამ კუთხით არსებობს. ვიმსჯელეთ კონკრეტულ რეკომენდაციებზე, რომელიც შემუშავებულია. ამ ეტაპზე კონკრეტული შენიშვნის გაკეთება ძალიან გვიჭირს. ფაქტობრივად და სამართლებრივად გამართულია ეს რეკომენდაციები. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია"- ამბობს გიორგი ბურჯანაძე.

როგორც მან აღნიშნა, ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელზეც კომისიის რეკომენდაციებშია საუბარი, ომბუდსმენის აპატარსაც ანალოგიური მიგნებები ჰქონდა.

„ბუნებრივია, ფაქტობრივი თვალსაზრისით ამ გარკვეულ ეჭვებს და კითხვის ნიშნებს ვეთანხმებით. ეს კითხვის ნიშნები ჩვენც გვაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ არის მნიშვნელოვანი საკითხები, მიგვაჩნია, რომ მათი გაზიარება იქნებოდა მნიშვნელოვანი, თუმცა არსებობს გარკვეული პროცედურული საკითხები",- განაცხადა ბურჯანაძემ.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^