Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დიოგენეს" საჩივარი სამინისტროს - რა კავშირი აქვს გიგაურის დას გრიფირების კონკურსთან

02 ივლისი, 2018 16:58

სტუდია „მონიტორმა“ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესზე ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა. 

მონიტორის მიერ მომზადებული ფილმის მიხედვით გრიფირების კონკურსის მონაწილე სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის დაა, რაც კანონმდებლობით, საია-ს იურისტების თქმით, აკრძალულია.

ამავე ფილმის მიხედვით, ლია გიგაურის დას, ლალი გიგაურს წვდომა ჰქონდა ინფორმაციაზე, რომელიც კანონმდებლობით კონფიდენციალურია.

კერძოდ საუბარია მე-5, მე-6 კლასის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სახელმძღვანელოზე, რომელზეც გრიფირების კონკურსის გამოცხადების შემდეგ „მონიტორის“ ინფორმაციით, ოთხი განაცხადი შევიდა.

მეორე ეტაპზე გადავიდა ორი სახელმძღვანელო: 1) ჯემალ გოჯიაშვილის ხელმძღვანელობით მომზადებული და 2) სახელმძღვანელო, რომელზეც „მონიტორის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ლია გიგაურის და, ლალი გიგაური სხვა ავტორებთან ერთად მუშაობს. 

ლია გიგაურის დამ სახელმძღვანელოზე მუშაობის ფაქტი უარყო. თუმცა საგამოძიებო ფილმის მიხედვით, არსებობს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მინისტრის და, ლალი გიგაური განათლების სამინისტროში წარდგენილი ისტ-ის სახელმძღვანელოს სრულუფლებიანი თანაავტორია. ამავე შეთანხმებაში წერია, რომ გიგაურს, როგორც ავტორს, წიგნზე მხოლოდ მას შემდეგ წააწერენ, რაც მას ამის იურიდიული უფლება მიენიჭება. 

გრიფირების კონკურსის ბოლო ეტაპზე სწორედ ის წიგნი გადავიდა, რომლის მომზადებაშიც, სავარაუდოდ, ლალი გიგაურია ჩართული, თუმცა სახელმძღვანელოს ჯერ გრიფი მინიჭებული არ აქვს, რადგან გამომცემლობა „დიოგენემ"  გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

აპელაციის განხილვის დასრულებამდე კი გრიფირებული სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაციას სამინისტრო არ აქვეყნებს. 

გამომცემლობა „დიოგენეს“ ხელმძღვანელის, თამარ ლებანიძის თქმით, მათ მიერ მომზადებული სახელმძღვანელო პირველივე ეტაპზე გამოვარდა კონკურსიდან, მათი სახელმძღვანელო შეაფასა ექვსმა ექსპერტმა. ერთ-ერთი რეცენზენტი კი, სავარაუდოდ, ლალი გიგაური იყო. 

თამარ ლებანიძის თქმით, გრიფირების შესახებ კანონის მიხედვით რეცენზენტების შესახებ ინფორმაცია გრიფირების პროცესის დასრულებისთანავე უნდა გასაჯაროვდეს. მისი თქმით, თუ აპელაცია არ დააკმაყოფილებს მათ სარჩელს, მაშინ სასამართლოს მიმართავენ.

მისივე თქმით, მან სამინისტროში ყველა ის მტკიცებულება წარადგინა, რაც მისი თქმით, ადასტურებს, რომ ლალი გიგაური, ერთი მხრივ, მონაწილეობდა სახელმძღვანელოს შექმნაში, მეორე მხრივ კი, „დიოგენეს“ მიერ მომზადებული სახელმძღვანელოს რეცენზენტი იყო.

საიდან გაიგო დიოგენემ, რომ ლალი გიგაური მათი სახელმძღვანელოს შეფასებაში მონაწილეობდა და ასევე თავადაც ჩართულია კონკურენტი სახელმძღვანელოს შექმნაში? 

როგორც გამომცემლობაში განმარტეს, „დიოგენეს” მიერ წარდგენილ  სახელმძღვანელოს 4 ავტორი ჰყავს. ერთ-ერთი ავტორი, ვიდრე „დიოგენეს” ავტორთა ჯგუფს შემოუერთდებოდა,  კონკურენტი ჯგუფის წევრი იყო.

ის ჯგუფი სახელმძღვანელოზე გუგლდრაივის გამოყენებით მუშაობდა – ონლაინ, რამდენიმე ადამიანი პარალელურად წერდა სახელმძღვანელოს სხვადასხვა ნაწილს და საკუთარ ნამუშევარს გუგლდრაივზე ტვირთავდა.

სწორედ ამ ჯგუფის წევრი იყო „დიოგენეს” ახლანდელი ავტორი 2017 წლის ზაფხულამდე. აგვისტოში ის  ავტორთა ჯგუფიდან წამოვიდა, გუგლდრაივზე წვდომა კი ისევ დარჩა.

მან აღმოაჩინა, რომ ატვირთული იყო 2 ფაილი, რომელშიც „დიოგენეს” სახელმძღვანელოების შეფასებები ეწერა. ფაილების ატვირთვის თარიღი 2017 წლის დეკემბერი და 2018 წლის იანვარი იყო –  დრო როცა დიოგენეს სახელმძღვანელო და მისი შენიშვნები კანონით მხოლოდ განათლების სამინისტროსთვის იყო ცნობილი და ხელმისაწვდომი.

„დიოგენემ” ამ ფაქტზე აღსრულების ბიუროს მიმართა. აღსრულების ბიურომ კი შეადგინა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ „დიოგენეს” სახელმძღვანელოს შესახებ მომზადებული შენიშვნები მისი კონკურენტის გუგლდრაივზეა ატვირთული.   

გარდა ამისა, აღსრულების ბიუროს დადასტურებული დოკუმენტაციიდან ჩანს, რომ ამ გუგლდრაივის ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ჯგუფში პერიოდულად ფაილებს ტვირთავს,  ლალი გიგაურია, ის განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის დაა. 

აღსრულების ბიურომ დრაივზე საინტერესო ფაილი აღმოაჩინა – შეთანხმება სადაც წერია, რომ მინისტრის და, ლალი გიგაური განათლების სამინისტროში წარდგენილი ისტ-ის სახელმძღვანელოს სრულუფლებიანი თანაავტორია. ამავე შეთანხმებაში წერია, რომ გიგაურს, როგორც ავტორს, წიგნზე მხოლოდ მას შემდეგ წააწერენ, რაც ამის იურიდიული უფლება მიენიჭება. 

„დიოგენეში” ეჭვობენ, რომ კონკურენტი წიგნის ავტორთა ჯგუფში შედიოდა  განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის და, რომელიც ამავდროულად იყო რეცენზენტი  და მონაწილეობდა „დიოგენეს” წიგნის რეცენზირების პროცესში.

„მონიტორითან" საუბარში განათლების სამინისტრომ და ლალი გიგაურმა ეს ფაქტი კატეგორიულად უარყვეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში კი განმარტავენ, რომ ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს, გრიფირების პროცესი კი უნდა ჩაიშალოს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ თემაზე კომენტარს მოგვიანებით მინისტრის მოადგილე, თემურ მურღულია გააკეთებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^