Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას ამბობს სამინისტრო იმ პირის მიერ ტენდერების მოგებაზე, ვინც ჯაშუშობას აღიარებდა

02 ივლისი, 2018 18:11

თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება სტუდია „მონიტორის“ გამოძიებას, რომლის მიხედვითაც, პირი, რომელმაც რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა აღიარა, მილიონობით ლარის ტენდერს იგებს. 

„გარკვეულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება და დაზუსტებას საჭიროებს", - ვკითხულობთ სამინიტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბიზნესმენი პეტრე დევრიშაძე 8 წლის წინ, ოპერაცია „ენვერის” ფარგლებში „გრუსთან” თანამშრომლობას აღიარებდა, სტუდია „მონიტორის“ გამოძიების თანახმად კი, შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს მილიონობით ლარის ტენდერებს იგებს.

დევრიშაძე 2010 წელს „გრუსთან“ თანამშრომლობის ბრალდებით დააპატიმრეს. ის ოპერაცია „ენვერის” დროს დაკავებული 13 პირიდან ერთადერთია, რომელმაც რუსულ სპეცსამსახურთან თანამშრომლობა აღიარა და საჯაროდ დღემდე არ უარუყვია. პეტრე დევრიშაძეს საპროცესო შეთანხმება დაკავებიდან მალევე, 2011 წელს გაუფორმეს.

მონიტორის ინფორმაციით, ბოლო სამ წელიწადში კი დევრიშაძის და მისი ოჯახის ორმა კომპანიამ 4 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგო. კომპანიები სახელმწიფო შეკვეთებს ძირითადად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან იღებენ.

რას ამბობს სამინისტრო 

„შპს“ მარგიო“ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ელექტრონულ, ღია ტენდერებში 2013 წლიდან მონაწილეობს - ვკითხულობთ თავდაცვის სამინიტროს განცხადებაში - სატენდერო პროცედურების გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, ღია ელექტრონულ ტენდერში მონაწილე კომპანიების ვინაობა არის ფარული. გამოცხადებულ ღია ტენდერში მონაწილე კომპანიებისა და მისი დამფუძნებლების წარსული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უწყება არ ფლობს. ტენდერში გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ ელექტრონული ფარული პროცედურების დასრულების შემდეგ ხდება ცნობილი. კანონმდებლობის მიხედვით, ელექტრონულ ღია ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა კომპანიას, რომელიც აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებს. შესყიდვების მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო უწყებამ ტენდერში მონაწილე კომპანიას დაუწესოს რაიმე შეზღუდვა, ან დაინტერესდეს კომპანიის დირექტორის/დამფუძნებლის ნასამართლეობის ან წარსული ცხოვრების/საქმიანობის შესახებ. აქვე აღვნიშნავთ, რომ შპს „მარგიოს“ არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს უწყების მიერ გამოცხადებულ საიდუმლო შესყიდვებში, ვინაიდან ამ ტიპის შესყიდვების განსახორციელებლად, სახელმწიფო საიდუმლოების მაქსიმალურად დაცვის და უზრუნველყოფის აუცილებლობიდან გამომდინარე, კომპანია უნდა ფლობდეს საიდუმლო დაშვების ნებართვას, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, რაც შპს „მარგიოს“ არ გააჩნია და შესაბამისად, ის ასეთი ტიპის შესყიდვებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა", - ამბობენ სამინისტროში. 

„რაც შეეხება მტკიცებას იმის შესახებ, რომ შპს „მარგიო“ ახდენს შეიარაღებული ძალების კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვას, სიმართლეს არ შეესაბამება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ კომპანიისგან მოხდა მხოლოდ ერთი კომპიუტერის ვიდეობარათის შესყიდვა, ლევან იზორიას მინისტრად დანიშვნამდე, 2016 წლის 11 აპრილს. ხელშეკრულების ღირებულება იყო 3200 ლარი. აქვე მოგახსენებთ, რომ ნებისმიერი კომპიუტერული ტექნიკა, ექსპლუატაციაში გაშვებამდე და მის შემდეგაც, უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვის მიზნით, რეგულარულად მოწმდება და კონტროლდება.

აქვე მოგახსენებთ, საინფორმაციო საშუალებებში გაჟღერებულ მეორე კომპანია შპს „გლობალ თრეიდ გუპის“ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებში მონაწილეობაზეც. აღსანიშნავია, რომ შპს „გლობალ თრეიდ გუპს“ ერთადერთი მიწოდება აქვს განხორციელებული 2017 წლის ნოემბერში, რომელიც 14.981 ლარის ღირებულების სამედიცინო დანიშნულების ნემსების შეძენას ეხება.

უწყება ზედმიწევნით იცავს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და შესყიდვების კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში განუხრელად დაიცავს მის მოთხოვნებს", - აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^