Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მაყურებელს ფეხბურთის გარეშე არ დავტოვებთ!" - Myvideo GNCC-ს სასამართლოში უჩივლებს

02 ივლისი, 2018 18:27

„Myvideo" კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სასამართლოში უჩივის, ვინაიდან ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების გამო, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ Myvideo.ge-ს პირველი და მეორე არხების სიგნალის გათიშვა დაავალა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების ექსკლუზიურ უფლებას ფლობენ. შესაბამისად, მატჩების მსვლელობისას Myvideo.ge-მ და სხვა პორტალებმა სატელევიზიო სიგნალი უნდა შეზღუდონ. ამას გარდა, მაუწყებელში მიაჩნიათ, რომ Myvideo.ge არხის კონტენტს კომერციული მიზნებით იყენებს, როდესაც ვებგვერდზე რეკლამას უშვებს. გთავაზობთ Myvideo.ge-ს განცხადებას:

„2018 წლის 1 ივნისს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაგზავნა სრულიად აბსურდული მოთხოვნა, რომლის შინაარსიც გულისხმობს, რომ myvideo-ზე ფეხბურთში, მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას, შეწყდეს პირველი და მეორე არხის ჩვენება, ანუ მარტივი ენით: მხოლოდ Myvideo-ზე არ ვაჩვენოთ ფეხბურთი ჩვენს მომხმარებელს.

აღნიშნული მოთხოვნის უკანონობაზე შემდგომ ისაუბრებს ჩვენი იურისტი, თუმცა მოგახსენებთ, რომ ამ აბსურდული მოთხოვნის საფუძველზე, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამოიტანა კიდევ უფრო აბსურდული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ჩვენ დაგვევალა პირველი და მეორე არხის დაუყოვნებლივი გათიშვა არა მარტო ფეხბურთის დროს, არამედ სრულად. რაც, საზოგადოებრივ მაუწყებელს საერთოდ არ მოუთხოვია (სრულ გათიშვაზეა საუბარი).

ჩვენი პოზიცია არის მარტივი და გასაგები. კანონით Myvideo არის ისეთივე ავტორიზებული ტრანზიტორი კომპანია, როგორიც არის მაგთი TV, SILK TV და ასობით სხვა საკაბელო და ციფრული ტელევიზია. არცერთ მაუწყებელს, მით უმეტეს საზოგადოებრივს, რომელიც ჩვენი ფულით ფინანსდება და რომლის პირდაპირი მოვალეობაა მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, კანონის მიხედვით არ აქვს უფლება მოახდინოს განსხვავებული პირობების დაწესება, რომელიმე ცალკეული ტრანზიტორისთვის.
ზუსტად აქედან გამომდინარეობს მათი მოთხოვნის დისკრიმინაციულობა. Myvideo არის ერთადერთი ქართული სოციალური მედია პროექტი, რომელსაც ჰყავს ორ მილიონზე მეტი ლოიალური მომხმარებელი.

ჩვენ არ ვაპირებთ ამ უკანონო გადაწყვეტილების შესრულებას, ჩვენ მას გავასაჩივრებთ და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, მილიონობით მაყურებელს ფეხბურთის გარეშე არ დავტოვებთ!", - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^