Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საგამოძიებო კომისიის ორი რეკომედაცია ხორავას საქმეზე

03 ივლისი, 2018 11:23

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ რეკომენდაციები გამოაქვეყნა. გუშინ კომისიამ მეშვიდე სხდომა გამართა. 

კომისიის წევრებმა პირველ საკითხად დროებითი საგამოძიებო კომისიის ორი რეკომენდაცია განიხილეს. საკითხი დროებითმა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ წარმოადგინა.

პირველი რეკომენდაციის თანახმად,  2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია საქმის მასალებზე, ასევე, შსს-ს და პროკურატურის პასუხისმგებელი თანამდებობის პირების კახაბერ სირაძისა და ზვიად ფხაკაძის მხრიდან მიღებული ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 66-ე მუხლის შესაბამისად, მიმართავს რეკომენდაციით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გ.მ.-ის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე. ასევე, გაატაროს შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი  პირის იდენტიფიცირებისთვის.

მეორე რეკომენდაცია ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია საქმის მასალებზე, აგრეთვე შსს-ს და პროკურატურის პასუხისმგებელი თანამდებობის პირების კახაბერ სირაძისა და ზვიად ფხაკაძის მხრიდან მიღებული ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 66-ე მუხლის შესაბამისად, მიმართავს რეკომენდაციით საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ-ის მიმართ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად  განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობის ფაქტზე - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის, მე-2 ნაწილის  „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით. 

გუშინ განხილვების შემდეგ გაიმართა კენჭისყრა და დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ორივე რეკომენდაცია მიიღო. პირველ რეკომენდაციას მხარი  კომისიის ათმა წევრმა დაუჭირა, ერთი  წინააღმდეგი იყო, ოთხმა კი თავი შეიკავა. მეორე რეკომენდაციას მხარი დაუჭირა კომისიის რვა წევრმა,  ექვსი წინააღმდეგი იყო, კომისიის ერთმა წევრმა თავი შეიკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გამოკითხვა კომისიის დღევანდელ სხდომაზე გაგრძელდება, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^