აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებამ - საარქივო სამმართველომ ვაკანსია „დამსკანირებლის დამხმარის" პოზიციაზე გამოაცხადა.
ვაკანსიაში რომელიც hr.gov.ge-ზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებულის ანაზღაურება 355 ლარი იქნება. დამსაქმებელი პოტენციური დასაქმებულისგან უმაღლეს განათლებასა და რუსული ენის B2 დონეზე ცოდნას მოითხოვს. კანდიდატი განცხადებების გადარჩევისა და გასაუბრების საფუძველზე შეირჩევა.
პოზიცია შემდეგ მოვალეობებს ითვალისწინებს:
•შეკვეთის ფურცლის საფუძველზე არქივის საცავიდან დასასკანერებელი საქმეების მიღება და საქმეების საბოლოოდ გაციფრულების შემდეგ დაბრუნება საცავში; •არქივსაცავიდან საქმეთა მიღებისას და დაბრუნების დროს საცავის თანამშრომლებთან ერთად თითოეული საქმის ფურცლების ნუმერაციისა და დოკუმენტების მდგომარეობის შემოწმების პროცესში მონაწილეობა. პასუხისმგებელია დასკანირებული, დაშლილი საქმეები სპეციალური აქტის საფუძველზე რესტავრაციის მიზნით გადასცეს შესაბამის სამსახურს; •უზრუნველყოფს საცავიდან გამოტანილი საქმეების თანაბრად გადანაწილებას, რათა დამსკანირებლებისათვის შესაძლებელი იყოს წინასწარ განსაზღვრული დღიური გეგმის შესრულება; •უფლებამოსილების ფარგლებში, ხელმძღვანელთა ცალკეული დავალებების შესრულება.
ვაკანსია დასაქმებულის მიმართ ითვალისწინებს შემდგომ მოთხოვნებსაც:
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა; - დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი; - დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი. - სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.