Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასახელებას მეცნიერება დაემატება

04 ივლისი, 2018 21:49

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასახელებას მეცნიერება დაემატება. 

„დღეს სესიაზე იყო მოსაზრება ერთ მუხლთან დაკავშირებით, სადაც სამინისტროების ჩამონათვალია გაკეთებული. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროზე სადაც არის საუბარი, ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები და ჩვენი პოზიციაა, რომ დასახელებას მეცნიერება დაემატოს. ფორმულირება ალბათ განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იქნება, შესაძლებელია მეცნიერება, განათლება, კულტურა, სპორტი – შეიძლება ამაზეც ვიმსჯელოთ“, – განაცხადა ნათია მიქელაძემ კომიტეტის სხდომაზე.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა. “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები 84 ხმით მიიღეს. წინააღმდეგ ხმა სამმა დეპუტატმა მისცა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^