Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„პარკის მოწყობის პოტენციური არეალი" - რა წერია ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გენგეგმაში

05 ივლისი, 2018 12:57

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ელიავას ბაზრობას და მიმდებარე ტერიტორიას საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის პოტენციურ არეალად განიხილავს. 

„უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ქალაქის ცენტრში, მდინარე მტკვრის ნაპირას ჩამოყალიბებული ელიავას ბაზრობა და მიმდებარე განვითარებები საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და იწვევს არსებული საცხოვრებელი და ბუნებრივი გარემოს დეგრადირებას. ამ ტერიტორიაზე არსებული ობიექტები მოცემულ სექტორზე ქალაქის საგზაო ქსელის მნიშვნელოვანი და არამიზანშეწონილი გადატვირთვის მიზეზი ხდება.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციით აღიარებული განვითარებითი მიმართულებების თანახმად, აუცილებელია მოცემული ტერიტორიის ეკოლოგიური და სარეკრეაციო პოტენციალის გააზრება და არეალზე შესაბამისი საქალაქო განვითარებების დაგეგმვა.

განლაგების გათვალისწინებით ტერიტორია მოიაზრება საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის პოტენციურ არეალად. საპროექტო მასალის შემუშავების გადაუდებლობა გამოწვეულია ტერიტორიის მიმდინარე დაბინძურებასთან დაკავშირებული საფრთხეებითა და მაღალი სამშენებლო ინტერესით“, - ნათქვამია ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის ჩარჩო გეგმის პროექტში.

ელიავას ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით გენგეგმის დოკუმენტის მიხედვით ჩარჩო გეგმა უნდა დამუშავდეს, სადაც უნდა განისაზღვროს ელიავას ბაზრობის და მიმდებარე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული დეტალები. ეს გეგმა განსაზღვრავს, მოეწყობა თუ არა პარკი აღნიშნულ ტერიტორიაზე. 

თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასამტკიცებლად საკრებულოს გუშინ გადაუგზავნა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^