„ნენსკრაჰესის“ მშენებლობა დაწყებული არ არის და შესაბამისად, საფრთხე ვერ გაჩნდებოდა", - ამბობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი ჭუბერში მომხდარი სტიქიის შესახებ.
როგორც მინისტრი ამბობს, ძირითადი ნაკადები, რომლებიც მოდის, ვერტმფრენით დაათვალიერა.
„ნენსკრაჰესი“ არის იმ ადგილების ზემოთ, სადაც მდინარე ადიდდა. ჰესი რომ აშენებული ყოფილიყო, მხოლოდ თუ შეაკავებდა სტიქიას, ხელს არ შეუწყობდა”, - თქვა სოზარ სუბარმა.