საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს მოსალოდნელი 4-ბალიანი შტორმის შესახებ აფრთხილებს. უწყებაში განმარტავენ, რომ ამის გამო ზღვაში შესვლა აკრძალულია.
„ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაზე ბანაობა ნებადართული იქნება. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები“,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.