ტაილანდში მღვიმიდან ბავშვების ოპერაცია 10-12 საათით შეჩერდა, რათა მყვინთავები შემდეგი ოპერაციისთვის მოემზადონ. ამ დროისთვის, ტაილანდის სამხედრო ფლოტის ცნობით, მღვიმიდან 4 ბავშვია გამოყვანილი. ოპერაციის შეჩერების მიზეზი ჟანგბადის მარაგის ამოწურვა გახდა.
მღვიმეში 12 ბავშვმა და მწვრთნელმა 2 კვირაზე მეტი დრო გაატარეს. ბავშვების ასაკი 11-დან 16 წლამდეა, მწვრთნელი კი 25 წლისაა. ისინი 10-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
ოპერაციაში 18 მყვინთავი მონაწილეობს. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, წვიმიანი ამინდების სეზონი იწყება და თუ ახლა არ იმოქმედებდნენ, მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდებოდა.
თავდაპირევლად Reuters-ს ოფიციალურმა წყარომ უთხრა, რომ 6 ბავშვი გამოიყვანეს მღვიმიდან. ამ დროისთვის კი მხოლოდ 4 ბავშვის გამოყვანას ადასტურებს სამაშველო მისიის ხელმძღვანელი.