დასავლეთ იაპონიის ნაწილი უპრეცედენტოდ ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ძლიერი წვიმა ისევ არის მოსალოდნელი.
ჰიროშიმასა და სხვა მხარეებში ძლიერი წვიმის გამო მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. ყველაზე მეტი ადამიანი ჰიროშიმას პრეფექტურაში დაიღუპა.
2 მილიონ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
„კვლავ ბევრი ადამიანია დაკარგული, ბევრს კი დახმარება ესაჭიროება“, - განაცხადა იაპონიის პრემიერმა ჟურნალისტებთან.
ფოტო: AP