ტაილანდის მღვიმიდან ბაშვებისა და მათი მწვრთნელის გამოყვანას დღეს განაგრძობენ.
სამაშველო ოპერაცია წუხელ დროებით შეჩერდა. ამ დროისთვის, ტაილანდის სამხედრო ფლოტის ცნობით, მღვიმიდან 4 ბავშვია გამოყვანილი. ოპერაციის შეჩერების მიზეზი ჟანგბადის მარაგის ამოწურვა გახდა.
როგორც The Guardian წერს, მღვიმიდან მოზარდების გამოყვანის ოპერაციაში ელონ მასკის ინჟინრებიც არიან ჩართული. მაშველებმა ბავშვები, შესაძლოა, ელონ მასკის შექმნილ სპეციალური კაფსულით გამოიყვანონ, რომლის გამოცდის ვიდეოებიც ბიზნესმენმა Twitter-ზე თავად გაავრცელა.
Simulating maneuvering through a narrow passage pic.twitter.com/2z01Ut3vxJ
— Elon Musk (@elonmusk) July 9, 2018
მასკის თქმით, კაფსულის გამოყენებამდე, ის ლოს ანჯელესში წარმატებით გამოსცადეს. ხოლო, მოგვიანებით, გარკვეული მოდიფიკაციებით ის საევაკუაციო დანიშნულებით კოსმოსშიც შეიძლება გმაოიყენონ.
— Elon Musk (@elonmusk) July 8, 2018
მღვიმიდან გამოყვანილი ბავშვები საავადმყოფოში რჩებიან. მათი ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია, მოზარდების მონახულების უფლება ოჯახის წევრებსაც არ მისცეს. მთავრობის განცხადებით, ბავშვებს სტაციონარში მინიმუმ 48 საათით გააჩერებენ.
მღვიმეში 12 ბავშვმა და მათმა მწვრთნელმა 2 კვირაზე მეტი დრო გაატარეს. ბავშვების ასაკი 11-დან 16 წლამდეა, მწვრთნელი კი 25 წლისაა. ისინი ბრიტანელმა მყვინთავებმა მღვიმეში, 4 კილომეტრის სიღრმეში 10-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
შესწორება: თავდაპირველად, ტექსტში ეწერა, რომ „მოზარდები ელონ მასკის შექმნილი კაფსულით გამოჰყავთ“, მასკის ინჟინრები ტაილანდის ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ, მაგრამ გუშინ გამოყვანილი 4 ბავშვის გადარჩენის ოპერაციაში კაფსულა არ გამოუყენებიათ.