Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თავდაცვის სამინისტრო: კაპრალი წვრთნის შემდეგ შეუძლოდ გახდა და გულის უკმარისობით გარდაიცვალა

09 ივლისი, 2018 13:04

თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების კაპრალის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, ის წვრთნის ერთ-ერთი ეტაპის დასრულების შემდეგ შეუძლოთ გახდა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გულის უკმარისობით გარდაიცვალა. 

„საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის მძღოლი ორფოლოში, პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური წვრთნის ერთ-ერთი ეტაპის დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის გულის უკმარისობით ახალციხის კლინიკა „უნიმედის“ რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მას გულის პირდაპირი მასაჟის სარეანიმაციო ღონისძიებები ჩაუტარდა, თუმცა კაპრალ გია ჩაჩუას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს  სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტის ახალციხის რაიონულმა სამმართველომ, 116-ე მუხლის პირველი ნაწილით“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^