Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ ვერ მოხვდა ქვემო ქართლის ადმინისტრაციის ვიდეოში არაქრისტიანული ძეგლები და მუსლიმი თემი

09 ივლისი, 2018 17:56

ქვემო ქართლის მხარის გუბერნატორის ადმინისტრაციამ გაავრცელა ვიდეორგოლი, რამაც სოციალურ ქსელში საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. მოქალაქეები აცხადებენ, რომ გავრცელებული ვიდეოში არ არის ასახული არამართლმადიდებლური საკულტო ნაგებობები და ვიდეო ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თითქოს ეს მხარე მონოეთნკურია. 

 „ლიბერალი“ დაუკავშირდა გუბერნატორის პრესსამსახურს. შეკითხვაზე - რატომ არ მოხვდა ვიდეორგოლში ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული კადრები - გვიპასუხეს, რომ ეს არის დრონის კადრები, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიერაა გადაღებული და არსებული ვიდეო დამონტაჟდა იმ რესურსით, რა მასალაც შეგროვდა და ეს არ არის საიმიჯო ვიდეორგოლი. 

„ჩვენ იქვე ვწერდით. არ ვიცი, რატომ ვერ გაიგეს ამ ადამიანებმა. თავიდანვე განვმარტეთ, რომ ეს მასალა არ ასახავს რეგიონს სრულად. გამოყენებულია დრონით გადაღებული კადრები. მოგეხსენებათ მუნიციპალიტეტებს არ აქვს ფუფუნება, რომ დრონით გადაღებული კადრები ჰქონდეს არქივში ასე ვრცლად. ვიდეო დამონტაჟებულია იმ კადრებით, რა რესურსიც გვქონდა. ქვემო ქართლის მხარეში შედის 7 მუნიციპალიტეტი და კადრებიც სხვადასხვა დროსაა გადაღებული. ის არ ასახავს სრულად ამ მხარეს. აქ ასევე არ არის შესული ქართული ძეგლებიც სრულად. ბალანსი არ არის. რა კადრებიც გვქონდა, ის გამოვიყენეთ. როცა ვიდეომ უკმაყოფილება გამოწვია, ჩვენ ვთხოვეთ მოქალაქეებს, რომ თუ აქვთ მათ კადრები, მოეწოდებინათ და ამას სიამოვნებით გავაკეთებდით“, - განაცხადეს ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში. 

ადმინსტრაციაში აცხადებენ, რომ აპრილში გაიმართა ფორუმი, რის ფარგლებშიც გაკეთდა პრეზენტაცია, რაც სრულად ასახავს ქვემო ქართლის მხარის ღირსშესანიშნაობებს და აღნიშნული პრეზენტაცია განთავსებულია ვებგვერდზე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^