Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ყოფილი „ლეოგრანდის“ იურისტი - საგანგებო სამსახურის მოთხოვნა ბიზნესზე უდიდესი დარტყმაა

10 ივლისი, 2018 15:04

„ეს არის ბიზნესზე უდიდესი დარტყმა“, - ამის შესახებ სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეო გრანდის“) იურისტმა კახაბერ წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიმართვა სასამართლოსადმი მოულოდნელი იყო. ყოველდღიურ რეჟიმში მათთან თანამშრომლობა მიმდინარეობდა. რაიმე წერილობითი შეტყობინება სასტუმროს არ ჩაბარებია. სეზონზე ეს არის ბიზნესისთვის უდიდესი დარტყმა - ეს არის ფაქტი. აუცილებელი მოთხოვნები დაცულია, სხვანაირად არცერთი სტუმარი სასტუმროში არ იქნება. ფაქტი არის ის, რომ ეს ბიზნესს არ წაახალისებს", - განაცხადა კახაბერ წერეთელმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო და სამორინე „ველმონდის” (ყოფილი „ლეო გრანდი”) შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას მოითხოვს.

როგორც სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმროსა და სამორინეში სახანძრო უსაფრთხოების მიზნით სამჯერ განახორციელეს (დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი) სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა არ შესრულებულა. 

საგანგებო სამსახური ყოფილი სასტუმრო „ლეო გრანდის” შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას მოითხოვს

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^