ტაილანდში, თამ ლუანგის მღვიმეში სამაშველო ოპერაცია დასრულდა. CNN-ის ინფორმაციით, მაშველებმა მღვიმეში დარჩენილი მოზარდები და მწვრთნელი გამოიყვანეს.
ჯერ-ჯერობით მღვიმეში რჩება 4 მყვინთავი, რომლებიც მოზარდებთან ერთად ივყნენ და მათ ეხმარებოდნენ.
მღვიმიდან გამოყვანის ოპერაცია სამი დღე გაგრძელდა. პირველ ორ დღეს ტაილანდში მღვიმიდან 8 მოზარდი გამოიყვანეს. ხელისუფლება აცხადებს, რომ მოზარდები ჯანმრთელად არიან და თავს კარგად გრძნობენ.
ჯერ-ჯერობით ოჯახის წევრებს მოზარდების ნახვის შესაძლებლობა არ აქვთ, მაშველებმა ყველა მათგანი საავადმყოფოში მათ ჯანრმთელობაზე დაკვირვებისთვის გადაიყვანეს. CNN ფოტოებს ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ ელოდებიან მოზარდებს მათი მეგობრებიც.
მღვიმეში 12-მა ბავშვმა და მათმა მწვრთნელმა 2 კვირაზე მეტი გაატარეს. ისინი მღვიმის დასათვალიერებლად 23 ივნისს შევიდნენ, მაგრამ ძლიერმა წვიმამ გამოსასვლელი ჩაკეტა და მოზარდები გამოქვაბულში გამომწყვდეულები ჩარჩნენ.
ბავშვების ასაკი 11-დან 16 წლამდეა, მწვრთნელი კი 25 წლისაა. ისინი ბრიტანელმა მყვინთავებმა მღვიმეში, 4 კილომეტრის სიღრმეში 10-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
პოვნის შემდეგ, გამოყვანამდე მოზარდებს ჟანგბადის ბალონები, საკვები და მედიკამენტები მიაწოდეს. მღვიმეში დაიღუპა ერთ-ერთი მაშველი, რომელიც საზღვაო ფლოტის ყოფილი წევრი იყო.